თავში

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომას 25 სექტემბერს მართავს

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომას
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომას 25 სექტემბერს მართავს

ოთხშაბათს, 25 სექტემბერს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ იმსჯელებს.

დიდი ალბათობით, ქვეყნის მთავარი ბანკი, რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის. შეგახსენებთ სებ-მა 4 სექტემბერს აწია 0,5% იტ რეფიანასირების განაკვეთი და ის 7% გახდა. როგორც სებ-შე განმარტავენ ნაბიჯ-ნაბიჯ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება, რამაც გავლენა უნდა იქონიოს ვალუტის გაცვლით კურსზე. ბანკში აღნიშნავენ, რომ დღეს ლარი იმაზე მეტაადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას არსებული ფაქტორები განაპირობებენ. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურებას ისახავს მიზნად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განრიგით წელიწადში რვაჯერ იკრიბება. შემდგომი სხდომა, განრიგის შესაბამისად 23 ოქტომბერს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system