თავში

ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 235.1 მლნ დოლარით შემცირდა

ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 235.1 მლნ დოლარით შემცირდა
ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 235.1 მლნ დოლარით შემცირდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 235.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის მაისში საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ქვეყანაში 4,153 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ივნისში აღნიშნული მაჩვენებელი 3,918 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საერთაშორისო რეზერვებზე კლების მიმართულებით, ძირითადად, ბანკებთან განხორციელებულმა სვოპ ოპერაციებმა და მთავრობის სავალუტო ხარჯებმა იმოქმედა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system