თავში

ეროვნული ბანკის წელს ეკონომიკური აქტივობის შეკვეცას პროგნოზირებს

ეროვნული ბანკის წელს ეკონომიკური აქტივობის შეკვეცას პროგნოზირებს
ეროვნული ბანკის წელს ეკონომიკური აქტივობის შეკვეცას პროგნოზირებს

საქართველოში 2020 წელს ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად შეიკვეცება. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში.

სებ-ის მიმდინარე პროგნოზით, რეალური მშპ-ის ზრდა საქართველოში 2020 წელს ხუთი პროცენტი იქნება, რაც, ძირითადად, წმინდა ექსპორტისა და ინვესტიციების შემცირებით არის გამოწვეული.

სებ-ის განმარტავს, რომ პანდემიის სწრაფი გავრცელების შეკავებისთვის შემოღებული შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე უარყოფითად აისახა. არსებითად დაზარალდა ტურიზმის სექტორი. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაწყებული ვირუსის მეორე ტალღა და ვაქცინის შექმნის თარიღის გარშემო არსებული გაურკვევლობა. 

"აღნიშნულის საფუძველზე მოსალოდნელია ქვეყნებს შორის გადაადგილებაზე დაწესებული შეზ­ღუდვებისა და მკაცრი რეგულაციების გახანგრძლივება, რაც ტურიზმის სექტორს კიდევ უფრო მეტად დააზარალებს. 2020 წელს, მსოფლიოში არსებული ვითარებისა და ადგილობრივად დაწესებული შეზღუდვების ფონზე, დაიკლებს ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, შემცირდება ფულადი გზავნილები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. თუმცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პარტნიორობით დაგეგმილი მოცულობითი ფისკალური სტიმული მძიმე შოკის შედეგებს ნაწილობრივ დააკომპენსირებს და პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ გლობალური ეკონომიკური პროგნოზის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური პროგნოზები გაურკვევლობის მაღალი დონით ხასიათდება“, – ვკითხულობთ ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system