თავში

ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.8718 ლარი ღირს.

გუშინ, 1 დოლარის ყიდვა 2.8741 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.1127 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო გუშინ, 3.1270 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0143 პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 14 თებერვალს დაადგინა, ხვალიდან, 15 თებერვლიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს სწორედ Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8650 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system