თავში

ეროვნულმა ბანკმა კიბერ-რისკის თემაზე საერთაშორისო ვორქშოპს უმასპინძლა

ეროვნულმა ბანკმა კიბერ-რისკის თემაზე საერთაშორისო ვორქშოპს უმასპინძლა
ეროვნულმა ბანკმა კიბერ-რისკის თემაზე საერთაშორისო ვორქშოპს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო ვორქშოპი თემაზე - "კიბერ-რისკი და კიბერმოქნილობა ფინანსური რეგულატორებისთვის".

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კიბერ-რისკის მართვის მზარდ მნიშვნელობაზე ფინანსური ინსტიტუტების ეფექტური ზედამხედველობის ფარგლებში. შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების "TIBER-EU" ჩარჩო, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური ზედამხედველობის კიბერ-რისკთან დაკავშირებული მიდგომები, კიბერუსაფრთხოება საქართველოში. ასევე, ფინანსურ სექტორში კიბერ-რისკების მართვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გააზიარეს. სამუშაო შეხვედრაში ევროპისა და კავკასიის რეგიონის 11 ქვეყნის - ჰოლანდიის, პოლონეთის, ისრაელის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ხორვატიის, ბულგარეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მონტენეგროს ცენტრალური ბანკებისა და საფინანსო საზედამხედველო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system