თავში

ეროვნულმა ბანკმა კრედო ბანკის“ მიერ ფინკა ბანკის“ შეძენა დასაშვებად ცნო

ეროვნულმა ბანკმა „კრედო ბანკის“ მიერ „ფინკა ბანკის“ შეძენა დასაშვება
ეროვნულმა ბანკმა კრედო ბანკის“ მიერ ფინკა ბანკის“ შეძენა დასაშვებად ცნო

ეროვნულმა ბანკმა „კრედო ბანკის“ მიერ „ფინკა ბანკის“ შეძენა დასაშვებად ცნო. ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის 23 ივნისის განცხადებაში იყო აღნიშნული, საქართველოს ეროვნულ ბანკში შემოვიდა შეტყობინება სს "კრედო ბანკის" მიერ სს "ფინკა ბანკი საქართველოს" აქციების 100%-იანი წილის შეძენის თაობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად განხილულ იქნა 100,000 ლარამდე სასესხო პროდუქტების ბაზარი და 100,000 ლარზე მეტი მოცულობის სასესხო პროდუქტების ბაზარი. შედეგად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით აღნიშნული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system