თავში

ეროვნულმა ბანკმა პირველი ცენტრალური ბანკის 100 წლის საიუბილეოდ საკოლექციო მონეტა გამოუშვა

ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტა გამოუშვა
ეროვნულმა ბანკმა პირველი ცენტრალური ბანკის 100 წლის საიუბილეოდ საკოლექციო მონეტა გამოუშვა

საქართველოს ეროვნული ბანკი დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 1 ოქტომბერს ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში - საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ფინანსური სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთელი წლის განმავლობაში იმართებოდა იუბილესადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები - საჯარო ლექციები, კონკურსები, გამოფენები და სხვა. საქართველოს ეროვნულ ბანკს 100 წლის იუბილე პარტნიორმა ორგანიზაციებმაც მიულოცეს.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ნახეს დოკუმენტური რგოლი, სადაც წარმოდგენილი იყო სებ-ის შენობის გახსნის და 1919 წლის პერიოდის ამსახველი უნიკალური ისტორიული კადრები.

იუბილეს ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და მხარდაჭერით გამოიცა წიგნი "საქართველოს სახელმწიფო ბანკი 1919-1921". აღსანიშნავია, რომ წიგნის ავტორი, სებ-ის ყვარლის ფულის მუზეუმის თანამშრომელი, როლანდ სპანდერაშვილია. როლანდი პროფესიით ისტორიკოსი და არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია. წიგნები საჩუქრად გადაეცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.

"საქართველოს ეროვნული ბანკი 100 წლისაა! ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო საუკუნოვანი ისტორიის მქონე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. სებ-ის საქმიანობა, არაერთი საერთაშორისო, პრესტიჟული ორგანიზაციის მიერ დადებითადაა შეფასებული. ეს შეფასებები ეფუძნება კვლევებს, ინტერვიუებს, შემოწმებებს, გამოკითხვებს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშიც. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული საბანკო ზედამხედველობის შედეგია ისიც, რომ საქართველოდან ორი მსხვილი ბანკის აქციები საერთაშორისო ბაზარზეა განთავსებული და საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ნდობით სარგებლობს. მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ეროვნული ბანკის თანამშრომლებს - მადლობა ერთგულებისა და ეროვნული ბანკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის," - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა საზოგადოებას 5₾ ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა წარუდგინა, რომელიც საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად შეიქმნა. მონეტა ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა, მისი სარეალიზაციო ფასი 75 ლარია და შეძენა უკვე დღეიდანაა შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system