თავში

ერთ კვირაში საქართველოში ფულადი შემოდინებები შემცირდა

ერთ კვირაში ​საქართველოში ფულადი შემოდინებები შემცირდა
ერთ კვირაში საქართველოში ფულადი შემოდინებები შემცირდა

ფულადი შემოდინებები წინა კვირასთან შედარებით შემცირდა და 7-13 დეკემბრის პერიოდში წ/წ -1% შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს. ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდან. რუსეთიდან შემოდინებები წლიურად 20%-ით შემცირდა. 

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი ნეგატიური რჩება. სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ უარყოფით ნიშნულზეა და წ/წ -32% შეადგინა.

შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან რომლებიც ფულადი გზავნილების ყველაზე დიდ ნაწილს შეადგენს კვლავ უარყოფით ნიშნულზეა, და წ/წ -3%-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system