თავში

ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობა ოთწლიანი ზრდის შემდეგ შარშან შემცირდა

ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობა ოთწლიანი ზრდის შემდეგ შარშან შემცირდა
ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობა ოთწლიანი ზრდის შემდეგ შარშან შემცირდა

საქსტატმა დღეს 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა.

დაზუსტებული მონაცემებით 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 252.7 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 10.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

შარშან ყველაზე მეტი დოვლათი დამამუშავებელმა მრეწველობამ შექმნა. ამ დარგის წილი მთლიან მშპ-ში 10.1 პროცენტია, შემდეგ პოზიციაზე მშენებლობა 8.5 პროცენტიანი წილით, ხოლო მას მოსდევს  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 7.4 პროცენტიანი წილით.

რაც შეეხება ერთ სულზე მშპ-ს წილს, შარშან ერთი სულის მიერ შემქნილი დოვლათი პირველად შემცირდა (დოლარში) ბოლო 4 წლის განმავლობაში, ანუ 2005 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მონაცემი შეუქცევადად იზრდებოდა როგორც დოლარში ისე ლარში, ხოლო 2019 წელს ის შემცირდა დოლარში და 4 696,2 აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო ლარის დევალვაციის გამო ის შარშანდელთან შედარებით გაზრდილია და 13 239, 4 ლარს უტოლდდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system