თავში

ერთ წელში ნავთობის ფასი 3-ჯერ გაიზარდა

ერთ წელში ნავთობის ფასი 3-ჯერ გაიზარდა
ერთ წელში ნავთობის ფასი 3-ჯერ გაიზარდა

ბოლო 1 წელიწადში კი, ნავთობის ფასი თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი, 25-დან 67-68 დოლარამდე. ამის შესახებ report.ge-ს ნავთობიმპორტიორთა კავშირში განუცხადეს. 

საწვავი ძვირდება საქართველოშიც. 2021 წლის იანვართან შედარებით, მაისში ევრო რეგულარის მარკის საწვავის ფასი, სხვადასხვა ბრენდულ ავტოგასამართ სადგურზე 46-58 თეთრით არის გაძვირებული.

ცნობისთვის, საწვავის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს კონკურენციის სააგენტო სწავლობს. სააგენტოს შეფასებით, საწვავის ქართულ ბაზარზე კონკურენცია აქტიურია, ფასების ცვლილება გამოწვეულია სავალუტო და საგარეო ფაქტორებით. მათივე დასკვით, საქართველოს ბაზარზე არსებული ტენდენციები მსგავსია რეგიონში საწვავის იმპორტიორი ქვეყნების ბაზარზე არსებულ სურათთან. 

უახლოეს პერიოდში ნავთობის ბაზრის მოლოდინები გაუმჯობესებულია. წელს ნავთობის ფასის 80 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებენ. კომპანია "SOCAR Trading SA" (SOCAR-ის სავაჭრო შვილობილი კომპანია) ელოდება, რომ 2021 წელს ნავთობის ფასი 80 დოლარამდე გაიზრდება ბარელზე, ხოლო შემდეგი 18–24 თვის განმავლობაში - 100 დოლარზე მეტი იქნება ბარელზე. ასე ფიქრობს კომპანიის მთავარი სავაჭრო დირექტორი ხაიალ აჰმედზადე.

ნავთობის გაძვირების გამო გაძვირდა საწვავიც. ბოლო სამ თვეში საქართველოს ბაზარზე საწვავი 60 თეთრითაა გაძვირებული. საქართველოში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებასაც ელიან.

2020 წელს, ნავთობდამოკიდებული ეკონომიკები 3.4-4.3% ფაგლებში შემცირდა. 2020 წელს პანდემიასთან დაკავშირებული მოთხოვნა-მიწოდების შეფერხებამ ფინანსურ ბაზრებზე უპრეცედენტო მერყეობა გამოიწვია. 2020 წლის მარტის შემდეგ, WTI ნავთობის ფასმა ბარელზე $50-ს პირველად 2021 წლის იანვარში გადააჭარბა .

სპეციალისტების ეჭვობენ, რომ ევროპაში შეზღუდვების გამკაცრების დაწყების გამო მოკლევადიან პერიოდში შეიძლება ნავთობზე მოთხოვნა შემცირდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system