თავში

ერთ თვეში ლარი 2.2%-ით გაუფასურდა

ერთ თვეში ლარი 2.2%-ით გაუფასურდა
ერთ თვეში ლარი 2.2%-ით გაუფასურდა

სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.2%-ით გაუფასურდა. წლიურ ჭრილში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი შედარებით ნაკლებად, 0.7%-ით, გაუფასურდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველთვიურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე დოლარის მიწოდება განაგრძო და 2020 წლის 22 ოქტომბერს 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2173 შეადგინა. 

აქვე აღნიშნულია, რომ 2020 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს დაახლოებით 540 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის

ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2285 ლარი ღირს.  ევროს შეძენა კი 3.8158 ლარად არის შესაძლებელი.  

ამ მომენტისთვის (11:25 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2312 ლარად ივაჭრება.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავს, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system