თავში

ერთ თვეში სამრეწველო პროდუქციის ფასები 3.2%-ით გაიზარდა

ერთ თვეში სამრეწველო პროდუქციის ფასები 3.2%-ით გაიზარდა
ერთ თვეში სამრეწველო პროდუქციის ფასები 3.2%-ით გაიზარდა

2021 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ბოლო ანგარიშით, 2021 წლის მარტთან შედარებით ფასები 3.6 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 2.84 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. 

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (2.2 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (12.2 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე (5.6 პროცენტი), რამაც 0.35 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 0.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.06 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system