თავში

ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობაც შემცირებულია

ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობაც შემცირებულია
ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობაც შემცირებულია

2020 წლის ოქტომბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 92.5 პროცენტით შემცირდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 88.0 პროცენტი შეადგინა და წლიურად 90.0 პროცენტით დაიკლო. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) ოქტომბრის ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

საანგარიშო თვეში ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობაც.

სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში, გლობალურად, მათ შორის საქართველოში, კვლავ რჩება შეზღუდვები საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით. 

"ამის ფონზე, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ძალიან მცირეა. რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლება რუსეთიდან (-96.3 პროცენტით), აზერბაიჯანიდან (-96.7 პროცენტით) და თურქეთიდან (-78.1 პროცენტით) გამოირჩეოდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა კვლავ ძალიან მცირეა, რაც მთლიან შემცირებაში უარყოფითი 8.1 პროცენტული პუნქტით აისახა," - განმარტავს ეროვნული ბანკი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system