თავში

ერთი ფინჯანი ყავით ედინბურგის სასახლეში - PHOTO

ერთი ფინჯანი ყავით ედინბურგის სასახლეში
ერთი ფინჯანი ყავით ედინბურგის სასახლეში - PHOTO

შვედური კომპანია „Gevalia“ ეძებს „ყავის დედოფალს“, რომელიც ერთ კვირა შოტლანდიაში, ედინბურგის (Carlowrie Castle) კოშკში იცხოვრებს.

ციხესიმაგრეში ცხოვრების სანაცვლოდ ყავის დედოფალი $5,000 მიიღებს. 

კომპანიის მიერ შერჩეულ პირს ეყოლება პირადი „შეფი“, რომელიც დასაქმებულს 5 კურსის განმავლობაში ასწავლის, როგორ უნდა მოამზადოს კაფეში მისაღები სასმელები. 

გამარჯვებულს კოშკში ერთი ადამიანის წაყვანის უფლებაც ექნება.

ერთი კვირის განმავლობაში იღბლიანი დასაქმებული ისარგებლებს სასახლის 12 მდიდრული საძინებლითა 11 აბაზანით.

მსურველებს განაცხადის შეტანა 21 დეკემბრამდე შეუძლიათ. გამარჯვებული 2020 წლამდე გაირკვევა.

დედოფალი გახდება ის, ვინც ერთი ფინჯანი ყავის შემდეგ ყველაზე თავდაჯერებულ ადამიანად იგრძნობს თავს. 

მოთხოვნების თანახმად, დედოფლობის მსურველს საკუთარ თავზე ხუმრობაც უნდა შეეძლოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system