თავში

ერთი წლის განმავლობაში პური 12.4%-ით გაძვირდა

ერთი წლის განმავლობაში პური 12.4%-ით გაძვირდა
ერთი წლის განმავლობაში პური 12.4%-ით გაძვირდა

წლიურ ჭრილში პური და პურპროდუქტები 12.4 პროცენტითაა გაძვირებული. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს განახლებულ ინფლაციის მიმოხილვაში.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ შარშანდელთან შედარებით, პურისა და პურპროდუქტების გარდა, გაძვირებულია ისეთი ძირითადი მოხმარების პროდუქტები, როგორიცაა ზეთი, ყველი, შაქარი, ხორცი., ბოსტნეული.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (48%), ბოსტნეული და ბაღჩეული (35.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1%), რძე, ყველი და კვერცხი (15.4%), პური და პურპროდუქტები (12.4%), თევზეული (11.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი).

საქართელოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში ივლისის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system