თავში

ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარება წლის ბოლომდე გაიცემა

ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარება წლის ბოლომდე გაიცემა
ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარება წლის ბოლომდე გაიცემა

"ფინანსთა სამინისტროს უკვე დაევალა, ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარება წლის ბოლომდე გაეცეს," - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ჩვენ ვიწყებთ მომართვიანობის აღრიცხვას ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარების იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც შეზღუდვების შედეგად დროებით დაკარგეს სამსახური. ფინანსთა სამინისტროს უკვე დაევალა, რომ ეს დახმარება წლის ბოლომდე უნდა გაეცეს. მოქალაქეებმა კი დროულად უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს, რათა ეს დახმარება მიიღონ“, - განაცხადა გახარიამ.

დღეიდან 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება იწყება.

წინა კვირას მთავრობამ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალი პაკეტი წარადგინა.საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომლის მთლიანი პორტფელი სახელმწიფოს 1,1 მილიარდი ლარი უჯდება. დახმარებების გასაცემად მთავრობა ვალს არ აიღებს და ის უკვე მოზიდული თანხებით დაფინანსდება.

ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზა1 420 მლნ ლარით ფინანსდება.

სარესტორნო ბიზნესს სესხების პროცენტს მთავრობა გადაუხდის.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება.

კომპანიების საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა.

რაც შეეხება, მოქალაქეთა დახმარების პაკეტს, 200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება.

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system