თავში

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი გაიზარდა

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი გაიზარდა
ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მემცენარეობის 2020 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ  2020 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 211.3 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1 პროცენტით აღემატება. მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 59.5 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 151.9 ათასი ჰექტარი შეადგინა.

ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 83.7 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 47.1 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 25.6 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.4 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.0 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 12.8 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 12.7 ათას ჰექტარს შეადგენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system