თავში

ერთწლიანი კულტურების წარმოებას სესხების პროცენტს მთავრობა დაუფარავს

ერთწლიანი კულტურების წარმოებას სესხების პროცენტს მთავრობა დაუფარავს
ერთწლიანი კულტურების წარმოებას სესხების პროცენტს მთავრობა დაუფარავს

ერთწლიანი კულტურების წარმოების დარგში 5-დან 100 ათას ლარამდე სესხებია გათვალისწინეული, სადაც პროცენტის სრული თანადაფინანსება მოხდება. ფაქტობრივად, ესაა უფასო ფული, მხოლოდ ნასესხებ თანხას აბრუნებს მსესხებელი,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეღავათი მნიშვნელოვანია, რათა ფერმერების კრედიტუნარიანობა გაიზარდოს და მათ სტიმული ჰქონდეთ.

„აქ არის უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელიც ერთწლიანი კულტურების წარმოების საკრედიტო საშუალებას აძლევს ფერმერებს. ძირითადი საჭიროება და მოთხოვნა, რაც დავინახეთ, ეს იყო ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა. გარდა პირდაპირი დახმარებისა, მათ სჭირდებათ რეალურად საზრუნავი საშუალება. თუ ჩვენ გვინდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება მყისიერად მოკლევადიან პერიოდში, ეს შესაძლებელია ერთწლიანი კუტურების ჭრილში. ეს შეიძლება იყოს ბოსტნეული, ან მარცვლოვანი კულტურები. ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5-დან 100 ათას ლარამდე სესხები, სადაც პროცენტის სრული თანადაფინანსება მოხდება. ფაქტობრივად, ესაა უფასო ფული, მხოლოდ ნასესხებ თანხას აბრუნებს მსესხებელი. ესაა მნიშვნელოვანი შეღავათი, რათა ასეთ მეურნეობებს სტიმული ჰქონდეთ. უზრუნველყოფის ნაწილში სახელმწიფო 50%-ს ფარავს. ანუ, ამ შემთხვევაში ფერმერებს კრედიტუნარიანობას ვუზრდით“,- განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, აგროკრედიტის ფარგლებში კიდევ ერთი კომპონენტი გაჩნდა, რაც სასურსათო მრეწველობის ხელშეწყობას გულისხმობს.

„ძირითადი საშუალებების და ლიზინგის კომპონენტი - ეს არის ის ძირითადი კომპონენტი, რომელიც სულ არსებობდა აგროკრედიტის ფარგლებში. ეს გულისხმობს ძირითადი საშუალებების შეძენაზე იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას. აქ ჩვენ ერთი მსხვილი კომპონენტი - სასურსათო მრეწველობის ხელშეწყობის კომპონენტი - გავაჩინეთ. აქ მიმართულებები დაემატა, ჩვენი არსებული საწარმოების მოდერნიზება, მაგალითად, როგორიც არის ხორცპროდუქტების წარმოება. ეს არის შედარებით მსხვილი სასურსათო საწარმოება, რომლებიც მიიღებენ საკრედიტო დახმარებას. ეს პროექტი საკმაოდ მაღალბიუჯეტიანია, 75 მლნ. ლარამდე იყო განსაზღვრული და მას ანტიკრიზისული გემის ფარგლებში ემატება რესურსები და საბოლოოდ, 80 მლნ. ლარზე მეტი თანადაფინანსებაა სახელმწიფოს მხრიდან“,- განაცხადა დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე მთავრობა 10 მილიონი ლარს დახარჯავს.

სამთავრობო დახმარებისა და შეღავათების მიღების პირობა არის რეგისტრირებული მიწის ფლობა, ანუ დახმარებებს და შეღავათებს მხოლოდ რეგისტრირებული მიწის მფლობელი ფერმერები მიიღებენ.

ცნობისთვის, რეგისტრირებულ ერთ ჰექტარზე მთავრობა ფერმერს 850-დან 1 700 ლარამდე დაეხმარება.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.

პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

მთავრობა მცირემიწიან ფერმერებსაც დაეხარება.

მესათბურე ფერმერებს კი ხელისუფლება ხარჯების ნახევარს დაუფინანსებს, ხოლო კოოპერატივებს ხელისუფლება მაქსიმუმ 25 000 ლარით დააფინანსებს.

ფერმერები ისარგებლებენ საბანკო შეღავაღებითაც.

ცნობისთვის, პრემიერი ფერმერებს მიწების რეგისტრირებას სთხოვს. მისივე პროგნოზით, ქვეყანაში, 3 წლის განმავლობაში, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა.

შეგახსენებთ, ყველა ფერმერს, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, მიწის რეგისტრაცია უფასოდ შეეძლება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system