თავში

ერთწლოვან კულტურებზე გაცემულია 2 547 აგროსესხი

ერთწლოვან კულტურებზე გაცემულია 2 547 აგროსესხი
ერთწლოვან კულტურებზე გაცემულია 2 547 აგროსესხი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 23 ოქტომბრის მონაცემებით, ერთწლოვანი კულტურების დასაფინანსებლად გაცემულია 2 547 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 48 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 3.9 მლნ ლარს აჭარბებს.

ბოლო ორ კვრაში ერთწლოვან კულტურებზე 332 ერთეული აგროსესხი გაიცა. 9 ოქტომბრის მონაცემებით, გაცემული იყო  2215 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 40 მლნ ლარს აჭარბებდა, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება კი 3.3 მლნ ლარზე მეტი იყო.

ცნობისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. 

შეგახსენებთ, მომავალში ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200 მილიონი ლარის ოდენობით აგროკრედიტი გაიცემა და სახელმწიფო გაცემული კრედიტების პროცენტს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთწლოვანი კულტურების პირველადი წარმოებას შეღავათიანი აგროკრედიტის ახალი კომპონენტის სახით განახორციელებს.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აგრობიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება.

სამთავრობო პროგრამებს ემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება და ყურძნის გადამუშვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system