თავში

ეს მოვლენა უფრო მეტად მოიზიდავს ვიზიტორებსა და ტურისტებს - კახა კუჭავა

ეს მოვლენა უფრო მეტად მოიზიდავს ვიზიტორებსა და ტურისტებს - კახა კუჭავა
ეს მოვლენა უფრო მეტად მოიზიდავს ვიზიტორებსა და ტურისტებს - კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ქვეყნის ორი დაცული ტერიტორიისა და ორი ეროვნული პარკის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ფაქტი შეაფასა და თქვა, რომ ეს საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების კიდევ ერთი აღიარებაა. 

"მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, როგორც უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

ეს ისტორიული მოვლენა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. იგი მოიზიდავს ვიზიტორებსა და ტურისტებს, კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და რაც განსაკუთრებით მახარებს, ხელს შეუწყობს საქართველოში ეკოტურიზმის განვითარებას", - განაცხადა კახა კუჭავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system