თავში

ეს ოპტიმისტურ განწყობას ქმნის, რომ ლარის კურსი არ გაუარესდება - ვეფხვაძე

ეს ოპტიმისტურ განწყობას ქმნის, რომ ლარის კურსი არ გაუარესდება - ვეფხვა
ეს ოპტიმისტურ განწყობას ქმნის, რომ ლარის კურსი არ გაუარესდება - ვეფხვაძე

"ლარის კურსმა ბუნებრივ ნიშნულზე დაბრუნება დაიწყო", – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ვეფხვაძის თქმით, ასევე ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც რეგულაციების მოხსნის მერეა.

„მას შემდეგ, რაც მოიხსნა პანიკური განწყობები, რეგულაციები შემცირდა, ტურისტული ნაკადები წამოვიდა და ა.შ, დავინახეთ, რომ სპეკულაციური კურსი ყოფილა და დაიწყო დაბრუნება იმ ბუნებრივ ნიშნულზე, რომელიც ეფექტურ გაცვლით კურსს უკავშირდება, დაახლოებით იმ მიდამოებში გვაქვს ახლა, რომელიც წესით ისედაც უნდა ყოფილიყო. ანუ, ახლა კი არ არის რაიმე არაბუნებრივი, არაბუნებრივი იყო ერთი თვის წინ, როდესაც გადახრილი იყო ზედმეტად იმ სტაბილურობის წერტილიდან, რომელშიც შესაძლოა, მანამდეც ყოფილიყო ლარი. ანუ, იმაზე მეტად იყო ლარი გაუფასურებული, ვიდრე თეორიულად შეიძლება, ყოფილიყო.

ასევე ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც რეგულაციების მოხსნის მერე დაგვეწყო. თუკი ვიზიტორების რაოდენობამ იმატა, თუკი ფულადი გადმორიცხვები გაიზარდა, ანუ ვალუტის შემოსვლა გაიზარდა ქვეყანაში, ეს ოპტიმისტურ განწყობას ქმნის, რომ ლარის კურსი არ გაუარესდება“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system