თავში

ესტონელ ბიზნესმენებს მთავრობის ახალი საინვესტიციო პროგრამა გააცნეს

ესტონელ ბიზნესმენებს მთავრობის ახალი საინვესტიციო პროგრამა გააცნეს

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ მონაწილეობა მიიღო ონლაინ ბიზნეს სემინარში ,,საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობა: ინვესტიციები და სავაჭრო შესაძლებლობები”.

გიორგი პერტაიამ უცხოელ ბიზნესმენებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ ესტონელები საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით ძალიან აქტიურები არიან და ინვესტიციებს წლებია ახორციელებენ. 

,,არის ძალიან კარგი პროექტები ჰიდროელექტროსადგურების მიმართულებით და ასევე, დეველოპმენტის კუთხით. გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტორი მოვიწვიოთ და ვმუშაობთ აქტიურად ამისთვის. ამჯერად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ბიზნესთან, რომ ინვესტიცია ჩაიდოს სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც. პანდემიის მიუხედავდ, ინვესტორები ინტერესს არ კარგავენ და აქვთ სურვილი საქართველოში ფულის ჩადების,“- განაცხადა გიორგი პერტაიამ.

შეხვედრისას, სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა და სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა,მიხეილ ხიდურელმა პოტენციურ ინვესტორებს მთავრობის ახალი საინვესტიციო პროგრამა წარუდგინეს და საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათები გააცნეს.

ცნობისთვის, საქართველოს რეგულარულად სტუმრობენ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები. 

შეგახსენებთ, მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. ახალი პოლიტიკა მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად შემუშავდა. ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიული პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს 400-მდე კომპანიასთან, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და იმ დადებით მხარეებს აცნობს, რომელსაც მათ ქვეყნის ეკონომიკა სთავაზობს. 

სპეციალურად უცხოელი ინვესტორებისთვის მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი", რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფულის დაბანდებისას საქართველო ინვესტორებს მილიონიან გრანტს სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით.

რა არის „FDI გრანტი და ზოგადად, ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაზე.

რაც შეეხება, საერთაშორისო კომპანიებს, ამ სტატუსის მქონე საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე მცირდება.

იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ან კიდევ როგორ ცდილობს ხელისუფლება ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას, იკითხეთ report.ge-ის ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system