თავში

ესტონეთმა Huawei-ს 5G სმარტფონები აკრძალა

ესტონეთმა Huawei-ს 5G სმარტფონები აკრძალა
ესტონეთმა Huawei-ს 5G სმარტფონები აკრძალა

ესტონეთის პარლამენტმა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

გამოცემის ცნობით, კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყანაში ჩინური კომპანიის Huawei-ს 5G აღჭურვილობის გამოყენებას კრძალავს.

კანონპროექტს მხარი 73-მა დეპუტატმა (101-დან) დაუჭირა. იგი დასამტკიცებლად ქვეყნის პრეზიდენტს გადაეცემა. 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმა ევროპული კომუნიკაციების დირექტივას წარმოადგენს, რომელიც საკომუნიკაციო ქსელებში ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების რეგულირებას ითვალისწინებს, რათა საფრთხე არ შეექმნას ეროვნულ უსაფრთხოებას.

2020 წლის შემოდგომაზე Huawei-სა და ZTE-ის 5G სმარტფონები შვედეთმა აკრძალა. 2021 წლის სექტემბერში კი მსგავსი რეკომენდაცია ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ  გასცა. ჩინურ სმარტფონებს ზღუდავს შეერთებული შტატებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system