თავში

Ethereum-ის ერთ-ერთ ფუძემდებელს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება

Ethereum-ის ერთ-ერთ ფუძემდებელს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება
Ethereum-ის ერთ-ერთ ფუძემდებელს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება

კრიპტოვალუტა Ethereum-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, ვირჯილ გრიფიტმა აღიარა, რომ ჩრდილოეთ კორეას კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ  მანიპულაციებში ეხმარებოდა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, გრიფიტისგან მიღებული ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ის სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენა.

დეპარტამენტის თანახმად, გრიფიტმა  ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტის საკითხებში რჩევები მისცა, რათა მათ ფულის გათეთრება და ამერიკული სანქციების გვერდის ავლა შეძლებოდათ.

გრიფიტს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლო საბოლოო დასკვნას 2022 წლის იანვარში გამოაცხადებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system