თავში

EURAXESS-ის პლატფორმაზე მალე საქართველოს დროშაც გამოჩნდება

EURAXESS-ის პლატფორმაზე მალე საქართველოს დროშაც გამოჩნდება
EURAXESS-ის  პლატფორმაზე მალე საქართველოს დროშაც გამოჩნდება

საქართველოს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, “EURAXESS“-ის წარმომადგენლობა - “EURAXESS Georgia“ ფუძნდება.

2020 წლის თებერვლიდან “EURAXESS”-ის პლატფორმაზე გაჩნდება საქართველოს დროშა, რომლის ქვეშ განთავსდება ინფორმაცია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიმდინარე პროექტებისა და კონკურსების შესახებ. ქართველ მეცნიერებს ასევე, ექნებათ პირდაპირი წვდომა ევრაქსესის წევრ 40-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და მრავალმილიონიან კვლევით პროექტებზე, მათ შორის პროგრამა “Horizon 2020“-სა და მის ქვეპროგრამებზე. პლატფორმაზე ინტეგრაციისთვის ევროკომისიის მიერ გამოყოფილია გრანტი 200 000 ევროს ოდენობით.

გარდა ამისა, ქართველ მეცნიერებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ “Horizin-Europe”-ის სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებაში, რაც სამომავლოდ გააუმჯობესებს მათი კვლევების შედეგებსა და ხარისხს.

პორტალ “EURAXESS Georgia“-ზე ინფორმაცია განთავსდება ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე. შესაბამისად, აფხაზ მეცნიერებს შეეძლებათ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა საქართველოს სახელით მიიღონ.

საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია EURAXESS-ის წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გახდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ბრიუსელში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის მოადგილე პატრიკ ჩაილდმა მოაწერეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system