თავში

ევროპაში გაზის ფასი მცირდება

ევროპაში გაზის ფასი მცირდება
ევროპაში გაზის ფასი მცირდება

ევროპაში  გაზის ფიუჩერსების ფასები პარასკევს სავაჭრო დღის გახსნისას თითქმის 5%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 055 აშშ დოლარს შეადგენს. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები.

ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება დღის მინიმალურ ნიშნულს -  1 055 დოლარს შეადგენდა, რაც 4.8%-ით დაბალია გასული დღის მაჩვენებელზე.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system