თავში

"ევროკავშირი ბიზნესისთვის" იწყება

"ევროკავშირი ბიზნესისთვის" იწყება
ევროკავშირი ბიზნესისთვის იწყება

"პროექტი "ევროკავშირი ბიზნესისთვის"  მოგვცემს შესაძლებლობას დავგეგმოთ მიზნობრივი აქტივობები და ევროკავშირში პარტნიორ პალატებთან ერთად კონკრეტულ შედეგებზე გავიდეთ," - ამის შესახებ სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ განაცხადა.

გიორგი პერტაიას თქმით, სავაჭრო პალატამ ევროკომისიისა და ევროოპალატის ერთობლივ პროექტში გაიმარჯვა, რომლის ფარგლებში ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ უცხოელ ბიზნეს პარტნიორს, დაამყარონ საქმიანი კავშირები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

„პროექტი აქცენტს აკეთებს მცირე და საშუალო კომპანიებზე. ჩვენი წევრების 80 % რეგიონებიდან არიან, რომლებიც სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს სექტორს წარმოადგენენ. პროექტის მეშვეობით საქართველოში, კრეატიულ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ COVID-19-ის პანდემიის შედეგად, შესაძლებლობა ეძლევათ მოიზიდონ ინვესტიციები. მათთვის მოეწყობა და დაფინანსდება ასევე ორმხრივი შეხვედრები, ტრენინგები და თვინინგი. ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, ეს არის დავეხმაროთ ქართულ კომპანიებს შევიდნენ ევროკავშირის ბაზარზე. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის, ინვესტიციების მოზიდვისა და კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარებას“, - აცხადებს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ესაა ინიციატივა, რომლის საერთო ღირებულება 6 500 000 ევროა.

ცნობისტვის ესაა ონლაინ პორტალი Access 2 Markets მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ივაჭრონ ევროკავშირის საზღვრებს გარეთ. პორტალი მოემსახურება როგორც საერთაშორისო ვაჭრობაში უკვე ჩართულ კომპანიებს, ასევე მათ, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ უცხოურ ბაზრებზე შესაძლებლობების შესწავლას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system