თავში

ევროკავშირი ჰუმანიტარული დახმარების ყოველწლიურ ბიუჯეტს ზრდის

ევროკავშირი ჰუმანიტარული დახმარების ყოველწლიურ ბიუჯეტს ზრდის
ევროკავშირი ჰუმანიტარული დახმარების ყოველწლიურ ბიუჯეტს ზრდის

ევროკავშირი მესამე ქვეყნებისთვის ჰუმანიტარული დახმარების ყოველწლიურ ბიუჯეტს 60% -ით გააფართოებს და 2021 წელს ამ საჭიროებისთვის გამოყოფს 1,4 მილიარდ ევროს. ამის შესახებ ევროკომისიის სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ჩვენ ვხედავთ გლობალური ჰუმანიტარული საჭიროებების ზრდას პანდემიის ფონზე. ევროკავშირი არის მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე დიდი დონორი და აპირებს 2021 წელს 60% -ით გააფართოოს ბიუჯეტი ამ საჭიროებისთვის. ბიუჯეტი 1,4 მილიარდ ევროს მიაღწევს", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში .

დახმარების უდიდესი ნაწილი, 505 მილიონი ევრო, აფრიკის ქვეყნებს, 385 მილიონი ევრო კი შუა აღმოსავლეთისა ქვეყნებსა და თურქეთს გამოეყო. თანხა, პირველ რიგში, სირიიდან დევნილების საჭიროებებს მოხმარდებს. 

უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთისა და ამიერკავკასიის სახელმწიფოებისათვის 28 მილიონი ევროა გამოყოფილი.

ცნობისთვის, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, EBRD-ის, ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია. მისი დივერსიფიცირებული პორტფოლიო კი ენერგეტიკის სექტორიდან სოფლის მეურნეობამდე და კერძო სექტორის ჩათვლით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, განსაკუთრებით COVID-პანდემიის პერიოდში.

ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა Covid-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად უზრუნველყვეს დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხის სახით. ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც უპრეცენდენტო კრიზისის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატულ მტკიცე სოლიდარობას ადასტურებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system