თავში

ევროკავშირი კერძო სექტორს ინოვაციურ პროექტს სთავაზობს

ევროკავშირი კერძო სექტორს ინოვაციურ პროექტს სთავაზობს
ევროკავშირი კერძო სექტორს ინოვაციურ პროექტს სთავაზობს

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივით, პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში” განხილვა გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, აგროეკოსისტემის მდგრადი მართვის გაძლიერებას, არსებული ნარჩენების შემცირებასა და მისი გადამუშავების ხელშეწყობას, უნარჩენო ტექნოლოგიების წახალისებას და, ზოგადად, ეკოსისტემების მდგრადობას ემსახურება.

„ახალი რეგულაციების ჯეროვნად აღსრულების მიზნით, უმნიშვნელოვანესია მწარმოებლებთან თანამშრომლობა და მათთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველა გადაწყვეტილებას კერძო სექტორთან შეთანხმებით იღებს. სამინისტრო მხარს უჭერს მეტი ევროპული გამოცდილების გაზიარებას საქართველოში; შესაბამისად, ახალი მოდელის დასანერგად, ჩვენ ამ გამოცდილებას გავიზიარებთ“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system