თავში

ევროკავშირი კვანტური უსაფრთხო კომუნიკაციის სისტემას შექმნის

ევროკავშირი კვანტური უსაფრთხო კომუნიკაციის სისტემას შექმნის
ევროკავშირი კვანტური უსაფრთხო კომუნიკაციის სისტემას შექმნის

ევროკავშირის ქვეყნები EuroQCI-ის დეკლარაციას შეუერთდნენ, რომელიც  ახალი კვანტური საკომუნიკაციო სისტემის შემუშავებაში მონაწილეობას ითვალისწინებს. კვანტური უსაფრთხო კომუნიკაციის სისტემის შესაქმნელად სამუშაოები 2027 წლისთვის უნდა დაიწყოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ირლანდიამ ხელი მოაწერა EuroQCI დეკლარაციას. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის 27-მა წევრმა პირობა დადო, რომ ევროკომისიასთან და ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსთან ერთად (ESA) იმუშავებს, რათა შეიქმნას EuroQCI, უსაფრთხო კვანტური საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელ ევროკავშირს დააკავშირებს. EuroQCI იქნება უსაფრთხო სივრცეში დაფუძნებული საკომუნიკაციო სისტემის ნაწილი, რომლის შექმნასაც ახლა ევროკომისია გეგმავს ",- ნათქვამია შეტყობინებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაღალი ხარისხის და უსაფრთხო საკომუნიკაციო ქსელი აუცილებელია ევროპული ბიზნესის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამთავრობო უწყებების ყოველდღიური მუშაობისათვის, კრიზისის დროს ინფორმაციის გაცვლისა და სწრაფი ადაპტაციისთვის.

ევროკომისია ამჟამად გეგმავს სატელიტზე დაფუძნებულ უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემის შემქნას, რომელიც მთელს ევროპაში საკომუნიკაციო სერვისებზე მაღალი სიჩქარით ფართოზოლოვან წვდომას  უზრუნველყოფს. სწორედ ამ პროექტის ნაწილია EuroQCI-ის შექმნაც. ასეთი დაცვა მიიღწევა ინტეგრირებული კვანტური კრიპტოგრაფიული სისტემების მაგალითად, ინფორმაციის დეკოდირების კვანტური გასაღებების შემოღებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system