თავში

ევროკავშირი საქართველოს შრომის კოდექსის ცვლილებას იწონებს

ევროკავშირი საქართველოს შრომის კოდექსის ცვლილებას იწონებს
ევროკავშირი საქართველოს შრომის კოდექსის ცვლილებას იწონებს

ევროკავშირი საქართველოს შრომის კოდექსის ცვლილებას იწონებს.

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში შრომის პირობების გასაუმჯობესებლად და ძლიერი გზავნილია საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით

"ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისა და შრომის ინსპექციის შესახებ კანონის მიღებას. ეს არის ნიშანდობლივი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში შრომის პირობებთან დაკავშირებით და ძლიერი გზავნილი საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობის ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებებს, რომლის შესრულება საქართველომ იკისრა, განსაკუთრებით ეს ეხება შრომითი უფლებების და დასაქმებულთა უფლებების დაცვას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, კოლექტიური შემცირებებისგან დაცვას, ანტიდისკრიმინაციულ და გენდერული თანასწორობის შესახებ დებულებებს. ველით, რომ მხარს დავუჭერთ შრომის დამოუკიდებელ ინსპექციას მდგრადი კადრებით და ფინანსური რესურსებით და ასევე მომზადებული და აღჭურვილი პერსონალით, რომელიც 2021 წლიდან შეასრულებს თავის გაფართოებულ მოვალეობებს, საქართველოს დასაქმებულთა და მთლიანად საზოგადოების სასარგებლოდ,- ამბობს ელჩი.

ცნობისთვის, შრომის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს იწონებს ბიზნესიც, ანუ დამსაქმებლებიც და ასევე მოქალაქეების უმეტესობაც, ანუ დასაქმებულებიც.

შეგახსენებთ, დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის მომზადებული "შრომის კოდექსი" პარლამენტმა 88 ხმით მეორე მოსმენით 17 სექტემბერს დაამტკიცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system