თავში

ევროკავშირის ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად შემცირდა

ევროკავშირის ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად შემცირდა
ევროკავშირის ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად შემცირდა

სექტემბერში, ევროკავშირში ახალ მანქანებზე მოთხოვნა 23.1%-ით შემცირდა. გასულ თვეში ევროკავშირში 718 ათასზე მეტი მანქანა გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული ავტომწარმოებლების ასოციაცია ავრცელებს.

ACEA-ის მონაცემებით, ევროკავშირის ავტომობილების გაყიდვები 1995 წლის შემდეგ  ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

გაყიდვების შემცირების მთავარი მიზეზი შოურუმებში მანქანების დეფიციტია, რაც  ნახევარგამტარების მუდმივი დეფიციტით არის გამოწვეული. გაყიდვების შემცირებამ გავლენა მოახდინა ევროკავშირის ყველა მთავარ ბაზარზე და დიდ ბრიტანეთზე. 

იტალიაში გაყიდვები 32,7%-ით დაეცა, გერმანიაში - 25,7%-ით, საფრანგეთში - 20,5%-ით, ესპანეთში - 15,7%-ით, დიდ ბრიტანეთში 34.4%-ით.

წამყვან ევროპელ მწარმოებლებს შორის Daimler–ის ავტომობილების გაყიდვები ყველაზე მეტად შემცირდა - 43%–ით. Mercedes–ის –45.5%-ით, Stellantis - 29.9%–ით, Volkswagen Group - 27.7%–ით, Skoda - 40.8%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system