თავში

ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიზნობრიობა პრემიერმა განმარტა

ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიზნობრიობა პრემიერმა განმარტა
ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიზნობრიობა პრემიერმა განმარტა

"ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა ევროპელ კოლეგებს ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კრიზისის ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ მუშაობა, მათ შორის, ფინანსური რესურსების მოსაზიდად. მაშინ ევროკავშირი, როგორც ნამდვილ პარტნიორებს შეეფერებათ, ისე დაგვიდგა გვერდით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დახმარება. ამ დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება. ეს არის ამ დახმარების მიზნობრიობა და მე კიდევ ერთხელ ოფიციალურად მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ დახმარების გაწევისთვის“, - განაცხადა გორგი გახარიამ და დასძინა, რომ ევროკავშირი ისე დაუდგა საქართველოს გვერდით, როგორც ნამდვილ პარტნიორებს შეეფერება.

ცნობისთვის ევროკომისიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად მაკროფინანსური დახმარების რვა პროგრამა შეათანხმა. საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობები პოლიტიკის სფეროში უკავშირდება სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერებას, მმართველობის გაუმჯობესებას, სექტორულ რეფორმებსა და შრომის ბაზართან დაკავშირებულ პოლიტიკას.

დღესვე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტუკარაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის დახმარება ლაბორატორიებს და სამედიცინო დაწესებულებებს მოხმარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system