თავში

ევროკავშირმა მონტენეგროს ჩინეთის მილიარდიანი ვალი არ დაუფარა

ევროკავშირმა მონტენეგროს ჩინეთის მილიარდიანი ვალი არ დაუფარა
ევროკავშირმა მონტენეგროს ჩინეთის მილიარდიანი ვალი არ დაუფარა

2021 წლის მარტში მონტენეგროს მთავრობამ პრემიერ მინისტრის ზდრავკო კრივოკაპიჩის ხელმძღვანელობით ევროკავშირს სთხოვა ჩინეთიდან 1 მილიარდი აშშ დოლარის სესხის გადახდა, თუმცა ევროკომისიის სპიკერმა ანა პიზონერომ ეს წინადადება უარყო. მონტენეგროს მთავრობა მალე შეიძლება დეფოლტის საშიშროების წინაშე დადგეს.

როგორია ამ ვალის აღების ისტორია?

2014 წელს მონტენეგრომ (ჩერნოგორიამ) გააფორმა ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან China Road and Bridge Corporation (CRBC) საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელსაც ქვეყანა უნდა დაეკავშირებინა სერბეთთან და შეექმნა ახალი შესაძლებლობები ინვესტორებისათვის. პროექტის განხორციელება დაიგეგმა 2000-იან წლებში. მაგრამ პროექტის პირვანდელი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებით, გზის მშენებლობა არ იყო ეკონომიკურად მომგებიანი რამდენიმე ხიდისა და გვირაბის გამო, თუმცა ახალი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებით პროექტის ეფექტიანობა დადგინდა და 2014 წელს მონტენეგროს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მის განხორციელებას.

მშენებლობა დაეკისრა ჩინურ კომპანიას CRBC 2014 წელს; დაფინასება უზრუნველყვეს China Exim Bank-საგან მიღებული 1.59 მილიარდი დოლარის მოცულობის კრედიტით (2 %-იანი წლიური შემდეგი 20 წლის მანძილზე). გაუთვალისწინებელი სირთულეების გამო მშენებლობა დაყოვნდა და დღემდე არაა დასრულებული. საკურივ მშენებლობას აწარმოებენ ჩინელი მუშები ჩინეთიდან შემოტანილი სამშენებლო მასალებით. 

ხარჯები გაიზარდა და მონტენეგროს მთავრობა მალე შეიძლება დეფოლტის საშიშროების წინაშე დადგეს. პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა ქვეყნის ეკონომიკაში, რადგან ის უმეტესწილად დამოკიდებულია ტურიზმის სექტორის განვითარებაზე. თუ მონტენეგრო ამ სესხს ვერ გაისტუმრებს, მისი ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და ქვეყნის გაწევრიანება ევროპის კავშირში გადაიდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system