თავში

ევროკავშირში გაყიდული ყოველი მეხუთე ავტომობილი ელექტროა

ევროკავშირში გაყიდული ყოველი მეხუთე ავტომობილი ელექტროა
ევროკავშირში გაყიდული ყოველი მეხუთე ავტომობილი ელექტროა

სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2021 წლის მესამე კვარტალში ევროკავშირში გაყიდული ყოველი მეხუთე ავტომობილი ელექტრომობილია. 

ევროპის საავტომობილო მწარმოებლების ასოციაციაში (ACEA) აცხადებენ, რომ ელექტრო მანქანების გაყიდვები წელს თითქმის 57%–ით არის გაზრდილი და 212 000 ერთეულს აღწევს. 

რაც შეეხება ჰიბრიდულ მოდელებს, მათზე  43%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც  197 000 ერთეულს შეადგენს. 

ამასთან, ბენზინზე მომუშავე მანქანების გაყიდვები 35%–ით შემცირდა, ხოლო დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვები 50 პროცენტით არის შემცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system