თავში

ევროკავშირში მანქანების რეალიზაცია გაიზარდა

ევროკავშირში მანქანების რეალიზაცია გაიზარდა
ევროკავშირში მანქანების რეალიზაცია გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირში ახალი სამგზავრო მანქანების გაყიდვები გაიზარდა 24,4% -ით და 3,4 მილიონს გაუტოლდა. ავტომობილების მწარმოებელთა ევროპული ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, ევროგაერთიანების ოთხ უმსხვილეს ბაზარზე იტალიამ და საფრანგეთმა ყველაზე მაღალი ზრდა აჩვენეს. იტალიაში ავტორეალიზაციის მაჩვენებელი წლიურად გაზრდილია 68,4%-ით, ხოლო საფრანგეთში 51%-ით. რადც შეეხება ესპანეთს აქ ავტომობილების გაყიდვები გაზრდილია 18,8 %-ით, ხოლოა გერმანიაში  7,8%-ით.

ევროკავშირში (EU) ახალი სამგზავრო მანქანების გაყიდვები აპრილში 3,1-ჯერ, 862,23 ათასი ავტომობილამდე, გაიზარდა, რაც წინა წელს საკარანტინო შეზღუდვების გამო შედარებით დაბალი იყო. ავტომობილების მწარმოებელთა ევროპული ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, მიუხედავად ასეთი ძლიერი ზრდისა, გასულ თვეში გაყიდვების მოცულობა თითქმის 300 ათასი ავტომობილით ნაკლები იყო, ვიდრე 2019 წლის აპრილში.

წელს მეოთხე თვეში ავტომობილების გაყიდვები იტალიაში ყველაზე მეტად, 33,7-ჯერ. გაიზარდა, ესპანეთში - 18,9-ჯერ, საფრანგეთში - 6,7-ჯერ, გერმანიაში - 1,9-ჯერ.

ევროპაში ფრანგული ავტომწარმოებლის Stellantis-ის (ყოფილი Fiat და PSA) ახალი მანქანების გაყიდვები თვეში გაიზარდა 4.3 ჯერ, Volkswagen Group-ის - თითქმის სამჯერ, Renault ჯგუფის - 1.8 ჯერ.

ცნობისთის, წელს თებერვალში ACEA– მ გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები დაიწყებს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევას და მიმდინარე წლის ბოლოს 10% –ით გაიზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system