თავში

ევროკავშირში უმუშევრობის დონე ბოლო 8 თვის მაქსიმუმზეა

ევროკავშირში უმუშევრობის დონე ბოლო 8 თვის მაქსიმუმზეა
ევროკავშირში უმუშევრობის დონე ბოლო 8 თვის მაქსიმუმზეა

ევროკავშირში უმუშევრობის დონე ბოლო 8 თვის მაქსიმუმზეა. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

ბრიუსელი აცხადებს, რომ ყველაზე უარესი სცენარი თავიდან აიცილა.

ევროზონაში ქალებში უმუშევრობის დონე 6,9%-დან 7,2%-მდე გაიზარდა. კაცებს შორის კი უმუშევრობის დონე არ შეცვლილა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებში ძირითადად ქალები არიან დასაქმებულნი. ეს არის მომსახურების სფერო, ჯანდაცვა, სოცუზრუნველყოფა. 

"არსებობს საფრთხე, რომ ევროზონაში დასაქმების კუთხით გენდერული ბალანსი დაირღვეს“, - აცხადებენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2020 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობამ ევროზონაში შესაძლოა 10%-ს გადააჭარბოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system