თავში

ევროკომისია ლიბანის დასახმარებლად 33 მილიონ ევროს გამოყოფს

​ევროკომისია ლიბანის დასახმარებლად 33 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკომისია ლიბანის დასახმარებლად 33 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკომისია ლიბანის დასახმარებლად პირველ ეტაპზე 33 მილიონ ევროს გამოყოფს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, მომავალი დახმარების საკითხიც განიხილება.

„პრემიერ-მინისტრ ჰასან დიაბს ვესაუბრე და ლიბანელი ხალხის მიმართ ევროკავშირის სამძიმარი და მხარდაჭერა გამოვხატე. ევროკავშირის კომისია პირველადი გადაუდებელი საჭიროებებისთვის 33 მილიონი ევროს მობილიზებას ახდენს და მომავალი დახმარების საკითხსაც განიხილავს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ორი დღის წინ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 137-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 5 000-ს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, 300 000-მდე მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა, უბედური შემთხვევისგან მიყენებული მატერიალური ზარალი კი, სავარაუდოდ, 5 მილიარდ დოლარს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system