თავში

ევროობლიგაციების გამოსაშვებად სამი საინვესტიციო ბანკი შეირჩა

ევროობლიგაციების გამოსაშვებად სამი საინვესტიციო ბანკი შეირჩა
ევროობლიგაციების გამოსაშვებად სამი საინვესტიციო ბანკი შეირჩა

ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით სამი ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი შეირჩა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებ. 

უწყების ცნობით, 2021 წლის 26 თებერვლის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს ევრობონდების გამოშვების პროცესის დაწყებისთვის, დაევალა საინვესტიციო ბანკების შერჩევა. მათ მიერ შექმნილმა კომისიამ 10 საინვესტიციო ბანკიდან : JP Morgan, Goldman Sachs და ICBC შეარჩია. 

გარდა ამისა, ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების ჩართვაც, რისთვისაც თანამონაწილის სტატუსით შეირჩა - Galt & Taggart და TBC Capital.

საინვესტიციო ბანკების შერჩევის შემდეგ, მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება ხელშეკრულებები. ევრობონდების გამოშვება დაგეგმილია მიმდინარე წლის აპრილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system