თავში

ევროპა თუ აზია - სად ღირს ფსონის დადება ქართული ბიზნესისთვის

ევროპა თუ აზია - სად ღირს ფსონის დადება ქართული ბიზნესისთვის
ევროპა თუ აზია - სად ღირს ფსონის დადება ქართული ბიზნესისთვის

საქართველოს, როგორც ევრაზიის გზაგასაყარზე მყოფი ქვეყანა და ორივე კონტინენტის მსხვილ ეკონომიკებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მქონე სახელმწიფოს, აქვს უნიკალური და ბევრისთვის შესაშური შანსი, ორივე მხარე საკუთარ კომერციულ ინტერესს მოარგოს. თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, ქართული ბიზნესი, როგორც ახალი ფეხადგმული ბავშვი, მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე სიარულს ახლა სწავლობს და, ბუნებრივია, ჯერ სწორად, სხარტად, პოზიციონერობა უჭირს. როგორც Report.ge - ს ეკონომიკის ექსპერტებმა აუხსნეს, დღეს ქართულ ბიზნესს თავში მხოლოდ ევროპა უტრიალებს, არადა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობით ევროპას აზია ბევრად უსწრებს.

"ეკონომიკური კეთილდღეობის მაჩვენებელი ბიზნესის ექსპორტისთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ ამგვარი ბაზრის მყიდველი მაღალი მსყიდველუნარიანობით ხასიათდება და, შესაბამისად, იქ დაექსპორტებულ პროდუქტს რეალიზაციის მეტი შანსი აქვს. ხშირად, ქართულ ბიზნესს ავიწყდება, რომ მომხმარებლის ჭარბი რაოდენობა არ ნიშნავს, რომ იქ რეალიზაციის მაღალი ნიშნულია. რა თქმა უნდა, ევროპის ბაზარზე უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ, მაგრამ მხოლოდ მასზე მიბმა სწორი არაა. არადა, ნებისმიერ სტარტაპს, დამწყებს, თუ უკვე "სტაჟიან" ბიზნესს რომ ჰკითხო, ყველა ევროპის ბაზრის ათვისებაზე მუშაობს, მაშინ როცა, ბევრად მარტივია ექსპორტი აზიაში და მეტი თუ არა, ნაკლები სტაბილური ეკონომიკური განვითარება არც მაქვს აქვს," - განუმარტავს Report.ge - ს თსუ პროფესორი, საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელ-ლი ავთანდილ სილაგაძე.

შეგახსენებთ, 80-იან წლებამდე მოსახლეობითა და ტერიტორიით უდიდესი კონტინენტი - აზია, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ფონზე ბევრად ღარიბ რეგიონად ჩანდა, მაგრამ ბოლო 40 წელიწადში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.

როგორც ავთანდილ სილაგავა Report.ge - სთან საუბარში ამბობს, ათწლეულების განმავლობაში აზიაში ერთადერთ მდიდარ სახელმწიფოდ იაპონია რჩებოდა. შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე მაღალი იყო ცალკეულ არაბულ ქვეყნებშიც, მაგრამ მცირე ზომის გამო გლობალურ სიმდიდრეში მათ რაიმე არსებითი ცვლილება ვერ შეჰქონდათ. ექსპერტის თმით, აზიის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, ჩინეთმა შეიტანა. PPP დათვლებით, ჩინეთმა უკვე 2015 წელს აშშ-საც გაუსწრო. თუ 1990-2018 წლებში ჩინეთის რეალური ეკონომიკა 13-ჯერ 1.72-დან 22.54 ტრლნ-მდე გაიზარდა, იმავე პერიოდში აშშ-ის ეკონომიკა მხოლოდ გაორმაგდა 9.1-დან 18.2 ტრლნ-მდე. ჩინეთი, მართალია, ყველაზე მეტად გაიზარდა, მაგრამ, ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტის, ავთანდილ სილაგავას თქმით, ის ერთადერთი არ ყოფილა. 1990-2018 წლებში კიდევ სამმა აზიურმა სახელმწიფომ, ინდოეთმა, ინდონზიამ და კორეამ მსოფლიო ეკონომიკას დამატებით კიდევ $12.5 ტრლნ შესძინეს, იმავე პერიოდში კი გერმანიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ეკონომიკა ჯამურად მხოლოდ $3.7 ტრლნ-ით გაიზარდა.

"ზრდის ასეთი არათანაბარი ტემპის ფონზე 2020 წელს აზია მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მთელ დანარჩენ მსოფლიოს გადაუსწრებს, მაგრამ ფასთა სხვაობის გამო ნომინალურ ეკონომიკაში ჩამორჩენა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. გარდა ამისა აზიის მოსახლეობა 4.46 მლრდ-ს შეადგენს, რაც პლანეტის მოსახლეობის 58%-ს უდრის. ამიტომ აზიურ ქვეყნებში ექსპორტი ხელსაყრელი და კომერციულად მომგებიანია ქართული ბიზნესისთვის. აიღეთ ღვინის ინდუსტრია. მას შემდეგ რაც ქართული ღვინო ჩინეთში გადის, წარმოება ბევრად წინ წავიდა და ინდუსტრიაც სწრაფად ვითარდება. ღვინის მსგავსად, აზიურ ბაზარზე გასვლა ყველა ბიზნესის დღის წესრიგში უნდა იყოს. ევროპა, აზია და ამერიკა - სამივე ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა გვაქვს, ამიტომ სამივეზე უნდა კონცენტრირდეს ბიზნესი და მოახდინოს დივერსიფიკაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასდროს გავცდებით რუსულ ბაზარს," - გვიხსნის ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი, ავთანდილ სილაგავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system