თავში

ევროპამ ენერგორესურსებზე რეკორდულ თანხას დახარჯავს

ევროპამ ენერგორესურსებზე რეკორდულ თანხას დახარჯავს
ევროპამ ენერგორესურსებზე რეკორდულ თანხას დახარჯავს

ევროპის ქვეყნები 2022 წელს პირველადი ენერგიის რესურსებზე 1 ტრილიონ დოლარს ხარჯავენ, რაც  ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg იუწყება.

გამოცემის ცნობით, ხარჯების ზრდა რეგიონში გათბობისა და ელექტროენერგიის მიწოდების მაღალ ფასებთან არის დაკავშირებული.

Citigroup-ის ექსპერტების აზრით, გასული წლის განმავლობაში ევროპაში გაზის ფასი 3,5-ჯერ გაიზარდა. ამ დროისთვის ბუნებრივ აირზე  ევროპის ქვეყნების ენერგეტიკული მოთხოვნილების მეოთხედი მოდის.

2021 წლის შემოდგომაზე ევროპაში ენერგეტიკულმა კრიზისმა იფეთქა მას შემდეგ, რაც  გაზის ფასებმა ათას კუბურ მეტრზე 1 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system