
ევროპაში გაზის ფიუჩერსული ფასები გასული 24 საათის განმავლობაში გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 200 აშშ დოლარს გადააჭარბა.
ICE Futures-ის ბირჟაზე, ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე 1 229.4 აშშ დოლარს შეადგენს.
Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.
Financial Times-სთან ინტერვიუში, უკრაინის გაზოპერატორის, GTS-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი მაკოგონმა განაცხადა, რომ ფასების ზრდა ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა.
ამავდროულად, "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენის მშენებლობა 10 სექტემბერს დასრულდა და დაიწყო შემოწმების პროცესი. "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" სრულ ამოქმედებას შეიძლება თვეები დასჭირდეს.
1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.