თავში

ევროპაში გაზი ძვირდება

ევროპაში გაზი ძვირდება
ევროპაში გაზი ძვირდება

ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 1100 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1109 აშშ დოლარს შეადგენს.

ხოლო, ყველაზე მაღალი ღირებულება დღეს დილით 1139 აშშ დოლარს აღწევდა.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

ევროკავშირის კომისარმა სამუშაოსა და სოციალური უფლებების საკითხებში, ნიკოლას შმიდტმა განაცხადა, რომ ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის უკიდურესად მაღალი ფასების გამო, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი გაღარიბდეს.

ევროპის ქვეყნებმა მიწისქვეშა საცავებიდან ბუნებრივი აირის გატანა გასულ კვირას დაიწყეს.

ზამთრის სეზონის წინ მარაგმა ისტორიულ მინიმუმს, 77,13%-ს პირველად მიაღწია.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system