თავში

ევროპაში გაზის ფასი კვლავ იზრდება

ევროპაში გაზის ფასი კვლავ იზრდება
ევროპაში გაზის ფასი კვლავ იზრდება

ევროპაში გაზის ფასი გასული 24 საათის განმავლობაში თითქმის 10 პროცენტით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 550 აშშ დოლარს შეადგენს. ეს დასტურდება ICE-ის მონაცემებით.

ამრიგად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე  9.6 პროცენტით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 550 აშშ დოლარს შეადგენს. 

გასულ კვირას, ევროპაში გაზის ფასი პიკს აღწევდა, კერძოდ 1000 კუბური მეტრი 580 აშშ დოლარად ბარდებოდა. თუმცა, რამდენიმე დღეში ღირებულება თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა - ჯერ ყალბი ინფორმაციის ფონზე Nord Stream-ით გაზის მიწოდების შესახებ.  შემდეგ კი" გაზპრომის "გზავნილზე 5,6 მილიარდი კუბური მეტრის შესაძლო მარაგის შესახებ. 

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

Financial Times-სთან ინტერვიუში, უკრაინის გაზოპერატორის, GTS-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი მაკოგონმა განაცხადა, რომ ფასების ზრდა ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. მაკოგონმა აღნიშნა, რომ რუსული "გაზპრომი" ევროპაში გაზის მიწოდებას განზრახ აჩერებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system