თავში

ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 650 დოლარს გადააჭარბა

ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 650 დოლარს გადააჭარბა
ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 650 დოლარს გადააჭარბა

ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ოქტომბრის ფიუჩერსების კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 659 აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ევროპაში გაზის მიწოდება ზედიზედ რამდენიმე დღეა მცირდება. 

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

Financial Times-სთან ინტერვიუში, უკრაინის გაზოპერატორის, GTS-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი მაკოგონმა განაცხადა, რომ ფასების ზრდა ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. მაკოგონმა აღნიშნა, რომ რუსული "გაზპრომი" ევროპაში გაზის მიწოდებას განზრახ აჩერებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system