თავში

ევროპაში გაზის ფასი კვლავ გაიზარდა

ევროპაში გაზის ფასი კვლავ გაიზარდა
ევროპაში გაზის ფასი კვლავ გაიზარდა

ევროპაში გაზის ფასმა, დღევანდელი სავაჭრო დღის დასაწყისში, 1000 კუბურ მეტრზე 1 150 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები.

ნიდერლანდებში TTF-ის ჰაბში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება ათას კუბურ მეტრზე  1 155 დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა სავაჭრო დღის  დახურვის ფასთან შედარებით 3%-ზე მეტია.

გასული სავაჭრო დღის დახურვისთვის, ევროპაში  გაზის ფიუჩერსების ფასები 6,5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 119 აშშ დოლარს შეადგენდა.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system