თავში

ევროპაში კამპანია Future is Rail-ი წამოიწყეს

ევროპაში კამპანია Future is Rail-ი წამოიწყეს
ევროპაში კამპანია Future is Rail-ი წამოიწყეს

2021 წლის 31 მარტს ევროპის სარკინიგზო საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის მმართველი კომპანიების გაერთიანებამ CER წამოიწყო კამპანია Future is Rail – „მომავალი - ეს რკინიგზაა“! კამპანია რკინიგზას წარმოგვიდგენს, როგორც ტრანსპორტის უფრო ინტელექტუალურ, ეკოლოგიურად უფრო სუფთა და უფრო შეკავშირებულ სახეობად ევროპის კავშირში. ღონისძიება დაიწყო „ევროპის რკინიგზის წლის“ ოფიციალური გახსნის შემდეგ და მისი მიზანია მეტი მგზავრის და მეტი კომერციული ფირმის შეგულიანება, რათა მათ განიხილონ რკინიგზა როგორც მომავლის ტრანსპორტის სახეობა.

მუშაობის, მოგზაურობის ან საყვარელი პროდუქციის შეძენის თავისუფლება არაფერია გადაადგილების თავისუფლების გარეშე. მაგრამ ევროპაში გადაადგილების ხერხი უნდა შეიცვალოს. ის უნდა გახდეს უფრო ინტელექტუალური, უფრო შეკავშირებული და ეკოლოგიურად უფრო სუფთა. რკინიგზასთან ერთად ეს შესაძლებელია. ევროპის კავშირს შეუძლია უზრუნველყოს მეტი მოძრაობა, მეტი თავისუფლება და მაინც შეასრულოს „ევროპის მწვანე შეთანხმებაში“ (European Green Deal) გადმოცემული გადაუდებელი ამოცანები. აი, რატომაა ჩვენი მიზანი 2030 წლისათვის რკინიგზით გადასაყვანი მგზავრების რაოდენობის ორჯერ გაზრდა და ტვირთების, მინიმუმ, 30 %-ის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის უზრუნველყოფა. 2021 წელი უმნიშვნელოვანესი წელია ევროპის სარკინიგზო სექტორისათვის: ევროპის კომისიამ მიმდინარე წელი რკინიგზის წლად გამოაცხადა და ამით ხაზი გაუსვა რკინიგზის, როგორც ყველაზე მდგრადი, ინოვაციური და უსაფრთხო ტრანსპორტის სახეობის, უპირატესობას. კამპანია „მომავალი - ეს რკინიგზაა“! ეფუძნება აღნიშნულ ინიციატივას და წარმოაჩენს, თუ როგორ შეუძლია ინტელექტუალურ, შეკავშირებულ და ეკოლოგიურად სუფთა რკინიგზას ხელი შეუწყოს ევროპის გადაზიდვების სექტორის გაუნახშირბადოებას, ამასთან უზრუნველყოს ეკონომიკის მდგრადი აღდგენა და ზრდა. რკინიგზა - ეს არის უფრო ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის განუყოფელი მდგენელი. სექტორი იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს გატარების უნარის მაქსიმუმადე გაზრდისათვის და კიდევ უფრო უსაფრთხო, უფრო ქმედითი და უმაღლესი ხარისხის მომსახურების შეთავაზებისათვის. გადაზიდვებზე მოთხოვნილების ზრდის დროს ამ ინტელექტუალური სარკინიგზო სისტემის გამოყენება ხელს შეუწყობს საავტომობილო გზების გადამეტტვირთულობის შემცირებას (ჩვეულებრივი სატვირთო მატარებელი ცვლის 40 სატვირთო მანქანას), ხოლო მგზავრობას ხდის უფრო ადვილს და უფრო კომფორტულს. რკინიგზა სთავაზობს ევროპას ნამდვილად შეკავშირებულ მომავალს. მომავლის მდოვრე სარკინიგზო ქსელი შენდება დღეს ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეშვეობით, აგრეთვე სარკინიგზო სექტორში მოქმედი სუბიექტების კოოპერაციის ხარჯზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა მატარებლების მოძრაობის განრიგის შედგენა და წესებისა და ტექნიკური მოთხოვნების გამარტივება ტრანს-სასაზღვრო მატარებლებისათვის. შესაბამისი პოლიტიკური მხარდაჭერის შემთხვევაში დიდჩქარული და ღამის მატარებლების მოძრაობას ჩვენს დიდ ქალაქებს შორის შეუძლია გახდეს იაფი საჰაერო რეისების რეალური ალტერნატივა.ევროპის ეკოლოგიურად უფრო სუფთა სატრანსპორტო სისტემა უნდა აშენდეს რკინიგზების გარშემო. გადაზდვების ერთეულზე გაანგარიშებით რკინიგზაზე გამოიყოფა ცხრაჯერ ნაკლები CO2, ვიდრე ტრანსპორტის სხვა სახეობებზე. ის მოიხმარს ევროპის კავშირის სატრანსპორტო სექტორში მოხმარებული ენერგიის მხოლოდ 2 %-ს, ხოლო ემსახურება გადასაზიდი ტვირთების 18 %-ს და გადასაყვანი მგზავრების 8 %-ს. ვინაიდან ხუთი მატარებლიდან ოთხი უკვე ელექტროენერგიაზე მუშაობს, ხოლო დანარჩენი დიზელის მატარებლები 2050 წლისათვის უნდა გადავიდნენ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე, სარკინიგზო ტრანსპორტის სრული გაუნახშირბადოება სავსებით მიღწევადია. კამპანია „მომავალი - ეს რკინიგზაა“! არის CER-ის საფლაგმანო ინიციატივა, რომელიც მოწოდებულია გახადოს „ევროპის რკინიგზის წელი“ მაქსიმალურად საინტერესო. ჩვენ არ ვართ მარტო ჩვენს ძალისხმევაში და უკვე მოვიპოვეთ უდიდესი მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისაგან ევროპის კომისიაში, ევროპის პარლამენტში და ევროპის საბჭოში პორტუგალიის თავმჯდომარეობით. 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ :

Future is Rail – „მომავალი - ეს რკინიგზაა“!

რკინიგზა - ეს არის უფრო ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის განუყოფელი მდგენელი.

რკინიგზა სთავაზობს ევროპას ნამდვილად შეკავშირებულ მომავალს.ევროპის ეკოლოგიურად უფრო სუფთა სატრანსპორტო სისტემა უნდა აშენდეს რკინიგზების გარშემო.

კამპანია „მომავალი - ეს რკინიგზაა“ არის CER-ის საფლაგმანო ინიციატივა, რომელიც მოწოდებულია გახადოს „ევროპის რკინიგზის წელი“ მაქსიმალურად საინტერესო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system