თავში

ევროპაში საკრედიტო სპრედები პანდემიამდელ დონეს უბრუნდება

ევროპაში საკრედიტო სპრედები პანდემიამდელ დონეს უბრუნდება
ევროპაში საკრედიტო სპრედები პანდემიამდელ დონეს უბრუნდება

ნოემბერი რეგიონის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, უზბეკეთი) ობლიგაციებისათვის საკმაოდ კარგი თვე აღმოჩნდა. რგიონის ობლიგაციებში ინვესტიციებმა ნოემბერში $36.7 მლრდ შეადგინა, რაც ბევრად აღემატება ოქტომბერში დაფიქსირებულ მაჩვენებელს ($ 11.7 მლრდ).

ამის შესახებ აღნიშნულია galt&taggart-ის რეგიონის ობლიგაციების ნოემბრის თვის შემაჯამებელ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) უახლესი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის მიხედვით პანდემიის ფონზე ევროზონის ეკონომიკების აღდგენა სუსტი და არასტაბილური იქნება. 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ განვითარებულ ქვეყნებში არსებული დაბალი საპროცენტო განაკვეთები ინვესტორებს მაღალრისკიან აქტივებში ინვესტირებისკენ უბიძგებს. ანგარიშის მიხედვით, კომპანიების რიკსების ზრდის მიუხედავად საკრედიტო სპრედები პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system