თავში

ევროპის ეკონომიკა შემცირდა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა

ევროპის ეკონომიკა შემცირდა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა
ევროპის ეკონომიკა შემცირდა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა

ევრო-ზონის ეკონომიკა კორონავირუსის გავრცელების ფონზე უპრეცედენტო მასშტაბების რეცესიას განიცდის და ეს პრობლემები იზოლაციის გაგრძელებასთან ერთად უფრო ღრმავდება. 

ლონდონში არსებულმა ინფორმაციულმა პროვაიდერმა IHS Markit-მა გაზომა და დაადგინა, რომ ეკონომიკა 10%-ით შემცირდება და ეს მხოლოდ დასაწყისია, უარესი ჯერ კიდევ წინაა. 

"ვერცერთი ქვეყანა ვერ გაექცა ეკონომიკის მკვეთრ ვარდნას, მაგრამ იტალია სადაც მომსახურების სექტორის ინდექსი 26,4-დან 17,4-მდე დაეცა, კარგი ინდიკატორია იმის განსაზღვრისთვის, თუ რა ელის სხვა ქვეყნებს, რომლებიც იზოლაციის პირობებს კიდევ უფრო ამკაცრებენ" - განაცხადა  IHS Markit-ის ეკონომიკისტმა, ქრის უილიამსონმა.

ევროპაში ეკონომიკური კრიზისის დაძლევის შესახებ საუბრობენ, თუმცა რა მოხდება მომავალში რთული სათქმელია. იზოლაციაში გატარებული ყოველი თვე დამატებით 3%-იან ზარალს ნიშნავს. 

 წყარო : Bloomberg

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system