თავში

ევროპის კომისიამ 2021 წელი რკინიგზის წლად გამოაცხადა

ევროპის კომისიამ 2021 წელი რკინიგზის წლად გამოაცხადა
ევროპის კომისიამ 2021 წელი რკინიგზის წლად გამოაცხადა

ევროპის დეკლარირებული მიზანია ერთიანი სატრანსპორტო სივრცის შექმნა. მიზნამდე მისასვლელად ევროპის ერთიანი სარკინიგზო სივრცის (Single European Railway Area - SERA) შექმნა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.  როგორც სარკინიგზო საკითხების ექსპერტი, დავით გოჩავა გვიხსნის, ამ საკითხს ევროპის კომისიის გენერალური დირექტორატის Mobility and Transport შემადგენლობაში ხელმძღვანელობს მაურიციო კასტელეტი (Maurizio Castelletti). როგორც კასტელეტი RailTech-თან განმარტავს, ევროკომისიამ უნდა უზრუნველყოს თანაბარზომიერი სამოქმედო სივრცე (level playing field) მობილობის სხვადასხვა ფორმებისთვის, რათა სარკინიგზო ტრანსპორტმა უკეთ გაუწიოს კონკურენცია საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტს. 

"ჩვენ ჯერ კიდევ ვაგებთ საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტთან... რკინიგზის მუშაობის მაჩვენებლები არადამაკმაყოფილებელია და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ცალსახად ევროპული ქსელი. ამაზე უნდა ვიმუშაოთ“, - ამბობს მაურიციო კასტელეტი.

დავით გოჩავა report.ge-სთან საუბრისას ხაზს უსვამს, რომ ევროპის კომისიამ 2021 წელი რკინიგზის წლად გამოაცხადა. გოჩავა ამბობს, რომ ეს ამტკიცებს სარკინიგზო ტრანსპორტის უპირატესობებას და  მიუთითებს საქართველოს არარეალიზებული პოტენციალზეც.  

"კასტელეტი თვლის, რომ სარკინიგზო გადაზიდვები წარმოადგენს მდგრადი მობილობის სისტემის შექმნისათვის ევროპული სტრატეგიის მნიშვნელოვან საყრდენს. მაგალითად, ევროპის დიდჩქარული რკინიგზის ქსელის გატარების უნარი სამჯერ უნდა გაიზარდოს მომდევნო ოცი წლის განმავლობაში, სატვირთო გადაზიდვების მოცულობა კი - ორჯერ, რაც ასახულია ევროპის ახალ სტრატეგიაში მობილობის სისტემის განვითარების შესახებ. ხშირად გაიცა შესანიშნავი დაპირებები, რომელიც არ შესრულდა, რის გამო მატარებელი ჯერ კიდევ ჩამორჩება თვითმფრინავს და ავტომობილს? ეს რომ შეიცვალოს, კულტურული შემობრუნება უნდა მოხდეს. ჩვენ რადიკალურად უნდა შევცვალოთ კურსი. ჩვენ ყველას უნდა განვუმარტოთ, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი“, - გვაცნობს დავით გოჩავა კასტელეტისა და ევროპის რკინიგზის გეგმებს.

სარკინიგზო საკითხების ექსპერტი გვეყბნება, რომ ჯერ კიდევ პრობლემაა ევროპის სარკინიგზო მოძრაობის მართვის სისტემის ERTMS (European Rail Traffic Management System) გაშლა, რომელიც გრაფიკს ჩამორჩება. მისივე განმარტებით, 2020 წლის აპრილისთვის აღნიშნული სისტემა დაინერგა მარშრუტების მხოლოდ 78 %-ზე, რომელთა ჩაბარება გრაფიკის მიხედვით დაგეგმილი იყო 2019 წლის ბოლოსთვის. 

"რეალიზაციის გეგმის თანახმად 2023 წლისათვის მზად უნდა იყოს 15682 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზი. აქედან მოცემულ მომენტში ERTMS-სისტემით აღჭურვილია მხოლოდ 38 %. ეს ცნობილი გახდა ევროპის კომისიის მიერ იანვარში ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგად. კასტელეტი ეთანხმება მეტი ინვესტიციების განხორციელებას ციფრულ ტექნოლოგიებში, მოძრაობის მართვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემებში. აი რას ამბობს ის: „აქ მნიშვნელოვანია ERTMS-სისტემა, რადგან შეგვიძლია მისი გამოყენება ლიანდაგების გატარების უნარის გაზრდისათვის. ბოლოს და ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ არსებული ქსელის უკეთესად გამოყენება. უნდა ითქვას, რომ ახალი პროექტები არა მხოლოდ ხარჯიანია, არამედ მათ რეალიზაციას დიდი დრო სჭირდება“. გარდა ამისა, კასტელეტი მეტი ფულადი ნაკადების ხილვას ითხოვს ევროპის სარკინიგზო ქსელის განვითარებაში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ტრანს-სასაზღვრო ინტეროპერაბელობა და პირდაპირი კავშირი ევროპის უმთავრეს ქალაქებს შორის 2030 წლისათვის. ამის რეალიზაციის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს სატვირთო მანქანებისაგან მავნე ნივთიერებების გამოყოფაზე დაწესებული გადასახადებიდან შემოსული თანხების განსაზღვრული ნაწილის მიმართვა სარკინიგზო სექტორისაკენ. ევროპის კავშირის მობილობის სისტემის განვითარების ახალ სტრატეგიაში ერთ-ერთ ინიციატივას წარმოადგენს CO2-ის გამოყოფაზე გადასახადების დაწესება. კასტელეტის თქმით, ესაა „ვინც აბინძურებს, ის აანაზღაურებს პრონციპი, („polluter pays“)," - გვეუბნება გოჩავა და ევროკავშირის რკინიგზაზე დაგეგმილი აქტივობების ანალიზის საფუძველზე დასძენს, რომ  კერძო სექტორიდან ინვესტიციების განხორციელების სტიმულირებას შეუძლია დამატებითი ბიძგი მისცეს რკინიგზის სწორი მიმართულებით განვითარებას. მისივე ინფორმაციით, „რკინიგზის წელიწადი“ ოფიციალურად სტარტს აიღებს 2021 წლის 29 მარტს პორტუგალიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system